როგორც მოგეხსენებათ, სენტ-ეტიენი ქართველი შემტევის, ზურიკო დავითაშვილისთვის რამდენიმე გუნდი იბრძვის.
ფრანგულ მედიაში იწერება, რომ ზურიკოს შეძენა ბერძნულ ოლიმპიაკოსსაც სურს.
მათ სენტ-ეტიენს ქართველის თაობაზე ოფიციალურადაც მიმართეს და შეთავაზება 10,5 მილიონ ევროს + 3 მილიონი ევრო გაუკეთეს, თუმცა უარი მიიღეს.
საფრანგეთში მიაჩნიათ, რომ დავითაშვილი უფრო მეტი ღირს.
ადრე გავრცელებული ცნობებით, ზურიკოს ყიდვა ასევე ბეშიქთაშს, ევერტონსა და ბენფიკას სურთ.