ესპანური გამოცემა MARCA იაჯრით ბარსელონაში მყოფ მარკუს რაშფორდის მომავალზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კატალონიურ გუნდს ინგლისელის მანჩესტერ იუნაიტედიდან გამოსყიდვა სურს, თუმცა ეს მარტივი საქმე არ იქნება.
როგორც MARCA იტყობინება, რაშფორდის შეძენას ზაფხულში პარი სენ-ჟერმენიც შეეცდება.
პარიზელები ფეხბურთელში 50 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.
ცნობილია, რომ რაშფორდს ბარსელონაში სურს თამაში, თუმცა პსჟ-ში კარიერის გაგრძელება მისთვის ურიგო არ იქნება.