3 კვირის და 5 დღის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ილია თოფურიაზე ერთ სახალისო ფაქტს გეტყვით" - რას ამბობს არმან ცარუკიანი

მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირასთან მსუბუქი წონის ჩემპიონობა მოიპოვა, "ელ მატადორთან" ბრძოლის სურვილი არაერთმა მებრძოლმა გამოთქვა.

ერთ-ერთი ასეთი არმან ცარუკიანია, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ქართველთან შეხვედრას აქტიურად ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ სომეხმა მებრძოლმა თოფურიაზე ამჯერად დამცინავი პოსტი გამოაქვეყნა.

"დღის სახალისო ფაქტი ილიაზე: თოფურიას პიკში მყოფ მებრძოლთან არასდროს უჩხუბია", - წერს სოციალურ ქსელში ცარუკიანი.

ბუნებრივია, ამით არმანმა ხაზი ალექანდრ ვოლკანოვსკის, მახ ჰოლოუეის და ჩარლზ ოლივეირას ასაკს გაუსვა ხაზი, რომლებიც ილიამ საოცრად დაანოკაუტა.

Facebook კომენტარები