5 დღის და 21 1 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ხაბიბი მართალი იყო - რას ამბობდა ყოფილი ჩემპიონი ილიაზე ოლივეირასთან ბრძოლამდე

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი და ამჟამად რამდენიმე მებრძოლის მწვრთნელი, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ილია თოფურიას წონის შეცვლის შემდეგ თქვა, რომ პირდაპირ ისლამ მახაჩევთან ბრძოლა სწორი არ იქნებოდა:

"თუ თოფურია მაღალ წონაში ავადა ვინმეს დაამარცხებს, მაგალითად ჩარლზ ოლივეირას, რა თქმა უნდა, ისლამთან ბრძოლა შესაძლებელი იქნება. და იცი რას ვფიქრობ? მგონია, ილია ჩარლზსაც მოუგებს", - თქვა ხაბიბმა.

ილიამ ბრაზილიელი დაამარცხა, თუმცა მახაჩევთან ბრძოლა მაინც არარეალურია.

Facebook კომენტარები