როგორც მოგეხსენებათ, საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში "პსჟ"-მ "ფლამენგო" დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.
ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
შეხვედრის შემდეგ "პსჟ"-ს ფანები ქართველ ფეხბურთელზე ალაპარაკდნენ.
"ხვიჩამ პასუხი გასცა სრულიად ფიფას, რადგან ის საუკეთესო თერთმეტეულში არ შეიყვანეს.
"იმედია, FIFA-ში ხვდებიან, რომ ხვიჩა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია და XI-ში ადგილს იმსახურებდა.
"როდესაც საუკეთესო XI გამოქვეყნდა, ვიფიქრე ხვიჩა რატომ არ არის-მეთქი. დღეს კვარამ ისინი დაადუმა.
"არ შეიძლება, როდესაც ჩემპიონთა ლიგის და საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში გოლს იტან და საუკეთესოებს შორის არ ხვდები, ეს არასამართლიანია", - წერენ "პსჟ"-ს ფანები სოციალურ ქსელებში.