5 საათის და 20 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

სიტუაცია იურიდიული კუთხით რთულდება - რა ხდება ილია თოფურიას გარშემო

ესპანური გამოცემა Divinity, ჟურნალისტ მანუელ მარლასკაზე დაყრდნობით წერს, რომ UFC-ს ჩემპიონის, ილია თოფურიას ყოფილი ცოლი ჯორჯიანა, რომელიც მებრძოლს მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს, დაცვის კუთხით პრობლემებს შეეჯახა. 

საქმე ის არის, რომ ჯორჯიანამ აქამდე ვერ იპოვა ადვოკატი, რომელიც დაიცავს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თოფურიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნდა ტექსტი, სადაც ჯორჯიანას მხრიდან ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მზად არის საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად აუდიო-ჩანაწერები გამოაქვეყნოს. 

გარდა ამისა, ილია მზად არის ჯორჯინას მიმართ საპასუხო სარჩელი შეიტანოს და ყოფილ მეუღლეს ბრალი გამოძალვასა და დამამტკიცებელი საბუთების გაყალბებაში დასდოს.

ცნობისთვის, ესპანელი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ სიტუაცია იურიდიული კუთხით რთულდება.

Facebook კომენტარები