4 საათის და 44 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი რეკორდი "პსჟ"-სთან ერთად

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბარსელონასა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ რეკორდი გაიმეორა. 

დოჰაში გამართული საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ფრანგულმა გრანდმა პენალტების სერიაში ბრაზილიური „ფლამენგო“ დაამარცხა და 21-ე საუკუნეში მამაკაცთა მესამე გუნდი გახდა, რომელმაც ერთ კალენდარულ წელში ექვსი ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ „ბარსელონამ“ 2009 წელს შეძლო, ხოლო „ბაიერნმა“ – 2020 წელს. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს პარიზელებმა საფრანგეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგეს.



Facebook კომენტარები