2 საათის და 23 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"შენ ამას ვერავინ წაგართმევს" - ინგა თოფურიას საჯარო განცხადება ილიაზე

ილია თოფურიას პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს. ცოტა ხნის წინ მან ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.

ილია და მისი ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი ერთმანეთს დაშორდნენ. როგორც უცხოური მედია წერს, გან­შო­რე­ბას თან ახ­ლავს სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი გა­მოწ­ვე­ვა: ჯორ­ჯი­ნა უზკატეგუი ბა­დე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თო­ფუ­რი­ას აქ­ტი­ვე­ბის 50%-ს ითხოვს, მა­შინ, რო­დე­საც ჩემ­პი­ო­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქო­ნე­ბა და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ქო­ნებ­რი­ვი დავა სე­რი­ო­ზუ­ლი მას­შტა­ბი­საა.

ქონებრივი დავის პარალელურად, ჯორჯინა უზკატეგუი ბადელმა და ილია თოფურიამ საერთო შვილის მეურვეობის საკითხიც უნდა გადაწყვიტონ.

ამ ყველაფერს სოციალურ ქსელში ჩვენი ჩემპიონის დედა, ინგა თოფურია გამოეხმაურა:

"ყველაზე საუკეთესო შვილი, ყველაზე ჰუმანური ადამიანი, ვისაც ვიცნობ. მხოლოდ უფალმა იცის, თუ რამდენი ადამიანის ბედია შენზე დამოკიდებული და რამდენს შრომობ ამისთვის. 

"ყველაფერი კარგად იქნება და, რაც მთავარია, შენ ვერავინ წაგართმევს სიმშვიდეს, უფალმა დაგლოცოს, შვილო“, - წერს ინგა თოფურია სოციალურ ქსელში.

Facebook კომენტარები