როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველმა თავის შვილთან, ჰუგსოთან შეხვედრაზე ისაუბრა:
"როცა ბრძოლის შემდეგ ოქტაგონიდან გამოვედი, იცით რა მითხრა ჰუგომ პირველი?
რატომ დაარტყი მას ასე გვერდიდან, ქვემოდან უკეთესი იქნებოდაო. მეთქი კარგი, ამაზე ვივარჯიშებთ", - თქვა ილიამ.