2 დღის და 23 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ჯონ ვუდი: "რაც საქართველოში ვნახე, ასეთი რამ არსად სხვაგან არ მინახავს"

საქართველოს საამაყო ჩემპიონმა, მერაბ დვალშვილმა შონ ო'მალი მეორედ დამარცხების შემდეგ ამერიკიდან სპეციალურის სტუმრები ჩამოიყვანა: თავისი მწვრთნელი, ჯონ ვუდი და მეგობარი, ნინა დრამა.

მათ ჩვენი ქვეყანა დაათვალიერეს და შთაბეჭდილებების ქვეშ მოყვნენ.

ამერიკაში დაბრუნების შემდეგ ჯონ ვუდმა ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოზე ისაუბრა:

"ერთ-ერთი საუკეთესო მოგზაურობა სადაც ვყოფილვარ, ძალიან მაგარი სანახვი იყო, თუ როგორ უყვართ მერაბი თავის ქვეყანაში. ის ძალიან კარგი ადამიანია, აქ ბევრი ქართველია და ყველა განსაკუთრებულია. 

მერაბი იქ ქუჩაში ვერ გაივლის, ის სუპერვარსკვლავია. ძალიან შეიცვლა მისი ცხოვრება ამ ქვეყანაში, ის მაიკლ ჯექსონივითაა, სიგიჟეა. ის თავის ქვეყანას ძალიან უვლის, მისთვის იბრძვის და მისი ყველაზე დიდი მოტივაციაა. კარგია, როცა ასეთი სიყვარული უკანაც უბრუნდება", - ამბობს ჯონ ვუდი

Facebook კომენტარები