4 საათის და 19 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ვრცელდება ილია თოფურიას საგანგებო განცხადება

ილია თოფურია ალექსანდრე მარცხის შემდეგ განცხადებას ავრცელებს:

"როგორც ყოველთვის ვამბობ, დიდება და ტკივილი ხელიხელჩაკიდებულნი დადიან

ბრძოლის პირველივე წუთებში ჩემმა ძმამ მარცხენა მხარი ამოიგდო, რამაც ბრძოლის მიმდინარეობა მთლიანად შეცვალა. ბევრს აინტერესებდა, რატომ არ ახორციელებდა დარტყმების კომბინაციებს, რატომ არ ცდილობდა მეტოქის პარტერში გადაყვანას და რატომ არ ეჭირა ხელები დაცვით პოზიციაში. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ვერ ვიხილეთ ის ალექსი, რომელსაც ყველანი ვიცნობთ

მიუხედავად იმისა, რომ ამოვარდნილი მხრით იბრძოდა და იძულებული გახდა, თავდაპირველ გეგმაზე უარი ეთქვა, ბრძოლა მაინც მსაჯების გაყოფილ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. მხოლოდ ეს ფაქტიც კი ბევრს ამბობს მის მებრძოლ ხასიათზე

მისი მეტოქის მიმართ უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ ფიქრისგან, რა მოხდებოდა, ჩემი ძმა ასი პროცენტით მზად რომ ყოფილიყო

ამ სპორტში მრავალი წელი გავატარე და ერთი რამ ვისწავლე: ადამიანები ყოველთვის გაგაკრიტიკებენ, მიუხედავად იმისა, მოიგებ თუ წააგებ. ჩვეულებრივ, ეს საერთოდ არ მაღელვებს, მაგრამ როცა საქმე ჩემს ძმას ეხება, ჩუმად არ ვიქნები

მათ, ვინც სხვისი მარცხით ხარობს: მიხედეთ საკუთარ უბადრუკ ცხოვრებას. თქვენი შური და სიძულვილი გაცილებით მეტს ამბობს თქვენზე, ვიდრე ოდესმე იტყვის ჩვენზე

წლების განმავლობაში ადამიანები ცდილობდნენ, ჩვენით ესარგებლათ. იმის ნაცვლად, რომ მადლიერები ყოფილიყვნენ ყველაფრისთვის, რაც მათთვის გავაკეთეთ, ზოგიერთმა სიცრუის გავრცელება და ჩვენს ზურგს უკან ლაპარაკი არჩია. თუ ამას კითხულობ და ფიქრობ, შენზე ხომ არ ვლაპარაკობ, დიდი ალბათობით, სწორედ შენ გგულისხმობ. შენი დედაც

ამ წელმა ორივეს გვასწავლა, რომ ყველაზე კარგად მომზადებული მეომრებიც კი შეიძლება დაეცნენ. მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რასაც ბევრი ადამიანი ვერასდროს გაიგებს: მარცხი არ განსაზღვრავს, როგორი ადამიანია კაცი. ამას ის განსაზღვრავს, თუ როგორ წამოდგება მარცხის შემდეგ

და ჩვენ ყოველთვის წამოვდგებით

2027 წელს ყველაფრის მოსაპოვებლად მოვდივართ".