ალექსანდრე თოფურია UFC-ში პირველი მარცხის შემდეგ განცხადებას ავრცელებს:
“მოგესალმებით ყველას!
პირველ რიგში, მინდა ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო უფალს. როგორც გამარჯვებისთვის, ისე მარცხისთვის.
არსებობს ისეთი რამ, რაც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება და რისი გამოსწორებაც იმ მომენტში, ზოგჯერ, შეუძლებელია. ზუსტად ეს დამემართა წუხელ.
ბრძოლის პირველივე წუთზე მარცხენა მხარი ამომივარდა, რის გამოც მკლავი დარჩენილი შეხვედრის განმავლობაში სრულიად უმოქმედო მქონდა.
ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეს რამე დავუკარგო ან შედეგი გავამართლო. უბრალოდ მინდა გითხრათ, რა იყო ჩემი რეალობა წუხელ, რადგან ბევრი მეკითხება და ვთვლი, რომ ვინც მხარს მიჭერს, იმსახურებს იცოდეს, რა მოხდა.
არაფერს ვნანობ და საკუთარ თავთან სასაყვედურო არაფერი მაქვს. მომხდარს სიმშვიდით ვიღებ იმის ცოდნით, რომ მაქსიმუმი გავიღე, როგორც ყოველთვის გპირდებით.“