1 საათის და 49 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

გიგა ჭიკაძის მეუღლე ემოციურ განცხადებას ავრცელებს

ქართველი მებრძოლის, გიგა ჭიკაძის მეუღლემ, თამუნა გაზაშვილმა, სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მეუღლის მიერ გამოვლილ სირთულეებზე, პირად ტრაგედიასა და მის ადამიანურ თვისებებზე ისაუბრა.

გაზაშვილის განცხადებით, გულშემატკივრები ხშირად მხოლოდ სპორტსმენის გამარჯვებებსა და მარცხებს ხედავენ, თუმცა ბევრმა არ იცის, რამდენი შრომა, ტკივილი და თავგანწირვა დგას თითოეული ბრძოლის უკან.

„G, მადლობა. ხალხმა მხოლოდ შენი გამარჯვებები და მარცხები დაინახა, მაგრამ მხოლოდ შენ, მე და ღმერთმა ვიცით, სინამდვილეში რა დაგიჯდა ეს ყველაფერი: ღამეები, როცა ტკივილს ჩუმად იტანდი, ზეწოლა, შიშები, რომლებზეც სახლში ჩვენთან არასდროს საუბრობდი.

მე ვუყურებდი, როგორ დაკარგე დედა და მაინც იპოვე ძალა, რომ ეს ტკივილი ბოღმად კი არა, სიძლიერედ გექცია.

შენ არასდროს დანებებულხარ, ერთი წამითაც კი. იბრძოდი შენი ქვეყნისთვის, შენი ოჯახისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერასდროს გაიგებენ, რამდენი რამ გაიღე მათთვის“, – წერს გაზაშვილი.

გიგა ჭიკაძის მეუღლემ განსაკუთრებული ყურადღება მის ადამიანურ თვისებებსაც დაუთმო და აღნიშნა, რომ ქართველი სპორტსმენი სხვების დახმარებას ხშირად ყოველგვარი საჯაროობის გარეშე ცდილობდა.

„მაშინაც კი, როცა არავინ გიყურებდა, ადამიანებს ეხმარებოდი, ჩუმად, კამერების გარეშე, ისე, რომ არც აღიარებას და არც მადლობას ელოდი.

ვამაყობ იმ ადამიანით, როგორიც ხარ, იმ მამით, როგორიც იყავი და ხარ, და იმით, რომ მაშინაც აგრძელებდი წინსვლას, როცა ძალიან გტკიოდა.

მჯერა, რომ შენი ცხოვრების მომდევნო თავი კიდევ უფრო დიდი იქნება, არა ტიტულების გამო, არამედ იმიტომ, თუ როგორი ადამიანი ხარ მაშინ, როცა არავინ გიყურებს.

იმედი მაქვს, ერთ დღესაც შევძლებ, შენი ისტორია სრულად და ისე მოვყვე, როგორც ამას იმსახურებ.

დღეს კი უბრალოდ მინდა, მადლობა გითხრა. მე ვხედავ ყველაფერს, რასაც აკეთებ. პატივს გცემ და სამუდამოდ მეყვარები“, – წერს თამუნა გაზაშვილი.