ტოპ 5 - სუპერკომპიუტერმა 2025 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი დაასახელა
1 დღის და 11 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ტოპ 5 - სუპერკომპიუტერმა 2025 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი დაასახელა

2025 წლის ნახევარი ქართული სპორტისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

არაერთმა სპორტსმენმა ასახელა ჩვენი ქვეყანა, რაც უკვე საამაყო ტრადიციად გვექცა.

სუპერკომპიუტერს ვთხოვეთ დაესახელებინა 2025 წლის ტოპ 5 საუკეთესო ქართველი სპორტსმენი.

მისი არჩევანი ასეთია:

1. ხვიჩა კვარაცხელია (ფეხბურთი) - კვარასთვის 2025 წელი ზღაპრულად მიდმინარეობს. ჩემპიონთა ლიგა, ლიგა 1, სერია ა, საფრანგეთის თასი და ასევე ოქროს ბურთის ნომინანტებში მოხვედრა. ხვიჩასთვის მართლაც ისტორიული წელი გამოდის და მგონი არავინ იქნება წინააღმდეგი, თუ ის წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დასახელდება. იმედია ამ მიღწევბს მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიცირებაც დაემატება.

2. ილია თოფურია (MMA) - ილიამ 2025 წელს მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა, მაგრამ როგორი... ქართველმა ზუსტად ის გააკეთა რასაც ამბობდა - პირველივე რაუდში დაანოკაუტა ჩარლს ოლივეირა და მეორე წონის ჩემპიონი გახდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ის P4P რეტინგშ 1 ადგილს იკავებს.

3. მერაბ დვალიშვილი (MMA) - მერაბის შრომისმოყვარეობა და ბრძოლისუნარიანობის შესახებ ყველამ ვიცით. ქართველმა ჩემპიონმა 2025 წელს 2=ჯერ დაიცვა საკუთრი ტიტული უმარ ნურმაგომედოვისა და შონ ომალის წინააღმდეგ, ასევე მას ბრძოლა 4 ოქტომბერს კორი სანდჰეგენის წინააღმდეგ აქვს ჩანიშნული და ქამარს მესამედ დაიცავს.

4. ლევან საგინაშვილი (მკლავჭიდი) - ქართველმა ჰალკმა ამ წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთელ კითხვის ნიშნების გარეშე დაიცვა. უკვე მრავალი წელია, რაც ლევანი უკონკურენტოა, მასთან მცირე შანსიც კი არავის აქვს.

5. ეთერა ლიპარტელიანი (ძიუდო) - ეთერი 2025 წელს გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ლიპარტელიანი ამ უდიდესი მიღწევისთვის მრავალი წელია შრომობს და საბოლოოდ შედეგიც გამოიღო. შემდეგი ოლიმპიადაა.

Facebook კომენტარები