16 საათის და 26 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

VIDEO: სანდრო მამუკელაშვილის 13 ქულა „ლეიკერსის“ წინააღმდეგ

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ გამართა და 120:123 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო, მწვრთნელისგან 37 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 13 ქულა და 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ერთი დაფარება შესძინა. „ტორონტოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 23 ქულა ჰქონდა სკოტი ბარნსს.

რაც შეეხება „ლეიკერსს“, ლუკა დონჩიჩის არყოფნაში გუნდს ლიდერად ოსტინ რივსი მოევლინა, რომელმაც მატჩი 44 ქულით დაასრულა, 8 ქულა ჰქონდა ლებრონს ჯეიმსს.

ქართველი მოთამაშის გუნდი ჯამში 15 მოგებითა და 8 მარცხით გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 6 დეკემბერს „შარლოტ ჰორნეტსთან“ ჩაატარებს.

Facebook კომენტარები