ნოემბერში საქართველოს საკალთბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს ჩაატარებს.
ამ თამაშების წინ ჩვენს გუნდზე უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა და გაირკვა, რომ თორნიკე შენგელია უკრაინასთან შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
"სანაკრებო ფანჯარა ოფიციალურად, ფიბა-ს დადგენილი წესებით, 25 ნოემბრიდან იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბებს, თუკი ამ თარიღამდე თამაში აქვთ, შეუძლიათ კალათბურთელი არ გამოუშვან და ეს, ასეც არის. უმეტეს ქვეყნებში, სადაც ჩვენები თამაშობენ, ტურის მატჩები შაბათ-კვირასაა და შესაბამისად – გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, მათე ხატიაშვილი, გიორგი კორსანტია და თად მაკფადენი ნაკრებში 24-25 ნოემბერს ჩამოვლენ.
"თორნიკე შენგელიას თემა სულ სხვაა. მისი კლუბი ბარსელონა ევროლიგაში თამაშობს, რომელიც 26 ნოემბერს ფრანგულ ვილერბანს მასპინძლობს. ეს მატჩი რომ დაიწყება, ნახევარ საათში საქართველოში უკვე უკრაინასთან თამაშის დღე – 27 ნოემბერი დადგება, რაც ფაქტობრივად წარმოუდგენელს ხდის ჩვენი ნაკრების კაპიტნის თბილისში თამაშზე ჩამოსვლას", - იუწყება ფედერაციის ვებ-გვერდი.
მაშასადამე თორნიკე შენგლია უკრაინასთან მატჩს გამოტოვებს, მაგრამ ჩვენი კაპიტანი 30 ნოემბერს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ეროვნულ გუნდთან ერთად იქნება.
