2 თვის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

თადუს მაკფადენი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა

ნოემბრის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრას ჩაატარებს.

როგორც დადასტურდა, ამ თამაშებისთვის ალექსანდერ ჯიკიჩის გუნდს თად მაკფადენი დაუბრუნდება.

ირკვევა, რომ მისი დაბრუნების მიზეზი ქართველი ლეგიონერის კამარ ბოლდუინის ტრავმაა, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის თამაშებში სწორედ მაკფადენი ითამაშებს.

ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირებები 27 ნოემბერს უკრაინის და 30 ნოემბერს ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ შედგება.


Facebook კომენტარები