11 საათის და 49 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"არ ვიმსახურებდით ასეთ წაგებას" - ქართველი ქომაგების განცხადებები მატჩის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ფინეთთან 1/4 ფინალში დამარცხდა.

შეხვედრის შემდეგ ქართველმა ქომაგებმა საინტერესო განცხადებები გააკეთეს. 

"არ ვიმსახურებდით ასეთ წაგებას, ბოლო ფინეთს ძალიან გაუმართლა და გადაგვირჩა.

"ის სამქულიანი ძალიან გაუმართლათ. ის რომ არა, ვინ იცის, როგორ დასრულებულიყო მატჩი. 

"თამაშით გვაჯობეს, თუმცა ბოლოს ვიბრძოლეთ. შეიძლებოდა მოგებაც. 

"მიუხედავად წაგებისა, ისტორიული ევრობასკეტი იყო ჩვენთვის. დავამარცხეთ ესპანეთი და საფრანგეთი და 1/4 ფინალში ვითამაშეთ. 

"მადლობა ბიჭებს, ეს ჩემპიონატი არასდროს არ დამავიწყდება. ისტორია ნამდვილად დაიწერა", - წერენ ქართველი ქომაგები.

Facebook კომენტარები