1 კვირის და 4 დღის წინ
სახელი უცნობია
Aa

ოქროს სიტყვებია - რას წერს FIBA-ს ოფიციალური გვერდი თორნიკე შენგელიაზე

როგორც მოგეხსენბათ, საქართველოს ნაკრებმა ისტორია დაწერა და ევრობასკეტის მეოთხედ ფინალში გავიდა, რაც უდიდესი დამსახურება კაპიტნის თორნიკე შენგელიას დამსახურებაა, რაზეც FIBA-ს ოფიციალური გვერდი საინტერესო სტატუს აქვეყნებს:

"ის იქ იყო, როდესაც 2009 წელს ნაკრები B დივიზიონში თამაშობდა, მაშინაც, როცა საქართველომ 2011-ში პირველი ევრობასკეტი ითამაშა. ის იქ იყო 2015 წელს, როდესაც გულები ჰქონდათ გატეხილი, და 2023 წელსაც, როდესაც საქართველო პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. მოკლედ, ის ყოველთვის საქართველოს გვერდითაა", - FIBA-ს ოფიციალური გვერდი თორნიკე შენგელიას შესახებ წერს.

გვერდი ციტირებს ალექსანდ ჯიკიჩის სიტყვებსაც, რომელმაც, საფრანგეთთან თამაშის შემდეგ თქვა, რომ შენგელია მასზე მნიშვნელოვანია. 

"როგორც შენგელია ამბობს, საქართველო მიღწეული შედეგით ბედნიერია, მაგრამ არა კმაყოფილი. როგორ უნდა იყვნენ კმაყოფილები, როდესაც პოდიუმის სუნს გრძნობენ, რომელსაც მხოლოდ ორი მოგება აშორებთ", - წერს ვებ-გვერდი.


Facebook კომენტარები