1 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"იმედია, ეს შრომა დაგვიფასდება" - ქართველი კალათბურთელების კომენტარი საბერძნეთთან მარცხის შემდეგ

ევრობასკეტის მესამე მატჩში საქართველო ნაკრები საბერძნეთთან 53:94 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის კალათბურთელებმა ისაუბრეს:

დუდა სანაძე: "ევრობასკეტი დიდი ტურნირია, ყველა თამაშზე ერთნაირად ვერ გახვალ, რაღაც თამაშები ტაქტიკურად უნდა გადაათამაშო, რადგან 5 შეხვედრის ერთი ძალით თამაში ძალიან ძნელია. ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა. პატარ-პატარა პრობლემები გვქონდა, მიკროტრავმები იყო გუნდში და ეს თამაში გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ბიჭებს უფრო დიდი დრო ჰქონოდათ აღდგენისთვის. თამაშზე გავედით იმისთვის, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გაგვეკეთებინა, მაგრამ დიდი დანაკლისი გვქონდა. ეს ტაქტიკის ნაწილია, ჩვენი გეგმა არ იცვლება, ჯგუფიდან უნდა გავიდეთ კარგი ადგილით და ეს არის ჩვენი მიზანი."

გიორგი შერმადინი: "პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ჯანმრთელები უნდა შევხვდეთ მომდევნო ორ თამაშს. ძალიან გვჭირდება გუნდში ეს ორი მოთამაშე (გოგა და თოკო). იმედია, ხვალ დავისვენებთ, ზეგ მართლაც მოსაგები თამაშია და ამისთვის მთელი ეს პერიოდი ვვარჯიშობდით, რადგან ჯგუფიდან გავსულიყავით. იმედია, ეს შრომა დაგვიფასდება და შევძლებთ, რომ ჯგუფიდან გავიდეთ. დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, ვინც აქ ჩამოვიდა და ვინც გვერდში გვიდგას და იმ ქართველ გულშემატკივარსაც, ვინც ტელევიზორიდან გვადევნებს თვალყურს. კვიპროსთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან თამაშები გადამწყვეტია ჩვენთვის და იმედია, შევძლებთ ამ ორი თამაშის მოგებას, ეს ორი მატჩი წყალივით გვჭირდება.

Facebook კომენტარები