5 დღის და 3 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

78:62 - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები იტალიას შეხვდა და 78:62-ით დამარცხდა.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა დიდი ხნის მანძილზე გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, გამარჯვება მაინც იტალიელებს დარჩათ. 

საგულისხმოა, რომ ამ თამაშის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გოგა ბითაძე გახდა, რომელმაც 22 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიელებს შორის საუკეთესო შედეგი სიმონე ფონტეკიომ დააგროვა - 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი.

ცნობისთვიას, შემდეგ მატჩს ჩვენი ნაკრები 31 აგვისტოს, საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.


Facebook კომენტარები