8 საათის და 17 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ბევრს ეგონა, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი ვიყავით" - რა თქვა თორნიკე შენგელიამ

ევრობასკეტი საქართველოს ნაკრებმა დიდი სენსაციით დაიწყო - ყველასთვის მოულოდნელად ჩვენმა გუნდმა ესპანეთი 14-ქულიანი სხვაობით დაამარცხა. 

შეხვედრის შემდეგ კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

"ერთმანეთისა და საკუთარი თავების რწმენა არ დაგვიკარგავს, მიუხედავად იმისა, რომ ექვსი თამაში წავაგეთ და ბევრს ეგონა ხელწამოსაკრავი გუნდი ვიყავით. 

"კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში, ვამაყობ ამ გუნდით და ყოველთვის ვიამაყებ ჩვენი ნამდვილი გულშემატკივრებით. 

"მიზანი ვცდილობდით, მაქსიმალურად გამოგყვენებინა 24 წამის წესი და შეგვეტია ფარის ქვეშიდან. ამან შედეგი გამოიღო", - განაცხადა შენგელიამ.

Facebook კომენტარები