1 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

83:69 - ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი სენსაციით დაიწყო - ჩვენმა გუნდმა ესპანეთი 83:69 დაამარცხა.

ტურნირის სტარტზევე ჯიკიჩის გუნდმა საოცარი პერფორმანსი აჩვენა და ფავორიტი ოპონენტი დამაჯერებლად დაამარცხა. 

ამ მომენტისთვის კი საქართველოს ნაკრები ჯგუფში 2 ქულით პირველ პოზიციას იკავებს. 

ცნობისთვის, ჯიკიჩის შეგირდები მომდევნო თამაშს 30 აგვისტოს იტალიის წინააღმდეგ გამართავს.

Facebook კომენტარები