1 კვირის და 3 დღის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

თორნიკე შენგელიამ პირველი ვარჯიში გამართა - ახალი ინფორმაცია ჩვენი გუნდის კაპიტანზე

როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე ევრობასკეტ 2025 აიღებს სტარტს.

ტურნირის წინ, ჩვენი გუნდის კაპიტანზე, თორნიკე შენგელიაზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

ირკვევა, რომ შენგელიამ ნაკრებთან ერთად კვიპროსში, ევრობასკეტის მასპინძელ სპიროს კიპრიანუ არენაზე პირველი ვარჯიში გამართა. 

მაშასადამე, რეალური შანსია იმისა, რომ თორნიკე ეროვნულ ნაკრებს პირველივე თამაშიდან დაეხმაროს.

ცნობისთვის, ჩვენი გუნდი პირველ თამაშს 28 აგვისტოს ესპანეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

Facebook კომენტარები