საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მზადების ციკლში მე-4 საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ისევ დამარცხდა.
ჯიკიჩის გუნდმა პირველ შეხვედრაში ისრაელთან 66:76 წააგო, შემდეგ იყო წარუმატებელი თამაშები ესტონეთთანა (70:75) და ლიეტუვასთან (77:54).
14 აგვისტოს კი, ქართველი კალათბურთელები სოსნოვიეცში პოლონეთთან 89:94 დამარცხდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩშიც არ მიუღია მონაწილეობა საქართველოს ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიას, რომელიც პირადი მიზეზების გამო ესპანეთში იმყოფება.
როგორც ირკვევა, კაპიტანი ეროვნულ გუნდს რამდენიმე დღეში ჩეხეთში დაგეგმილ შეკრებაზე შეუერთდება.