ევრობასკეტის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები 2 ამხანაგურ მატჩს გამაღტავს.
10 აგვსიტოს ჩვენი გუნდი ლიეტუვას დაუპირისპირდება, 21 აგვისტოს კი ჩეხეთს.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ლიეტუვასთან მატჩის წინა დღეს საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს:
"საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტორონტო რეპტორსის კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი შეუერთდა, თუმცა ჩვენს გუნდს ლიეტუვასთან მატჩისთვის მთავარი ლიდერი - თორნიკე შენგელია დააკლდება. ეროვნული გუნდის კაპიტანმა პირადი მიზეზის გამო ლიეტუვა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა.
წინასწარი იმფორმაციით, თორნიკე შენგელია ნაკრებს ლიეტუვადან გამგზავრების შემდეგ - ჩეხეთში შეუერთდება.
სანდრო მამუკელაშვილი კაუნასში 9 აგვისტოს, გამთენიისას შეუერთდა და ის ეროვნულ გუნდში პირველ ვარჯიშს კაუნო არენაზე დღეს ჩაატარებს", - წერს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია.