საქართველოს ნაკრების ლეგონერი, კამარ ბოლდუინი კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს.
როგორც გერმანული კლუბი იტყობინება, 27 წლის კალათბურთელთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, კიდევ 1 სეზონით გაგრძელების ოფციით.
ცნობისთვის, ბოლდუინი მანამდე „ბასკონიაში“ თამაშობდა. ის კლუბს 2024 შეუერთდა და ევროლიგაზე აქტივში საშუალოდ 21 წუთში 7,1 ქულას, 1,7 მოხსნასა და 3,7 ასისტს იწერდა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ „ბასკონიაში“ გადასვლამდე კამარი „თურქ ტელეკომის“, „გიოტინგენის“, „მეინ სელტიკსის“ და „ტრენტოს“ ღირსებას იცავდა.