როგორც მოგეხსენებათ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.
ჩვენი გუნდი იურმალაში დახურულ ამხანაგურ მატჩში ისრაელთან 66:76 დამარცხდა.
საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრებიდან 13 ქულით ყველაზე შედეგიანი გიორგი შერმადინი იყო, 12-12 ქულა თორნიკე შენგელიამ (პლუს 8 მოხსნა) და ბექა ბურჯანაძემ ჩააგდეს, 10 კი გოგა ბითაძემ (8 მოხსნა).
საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ნატურალიზებული ამერიკელი კამარ ბოლდუინი ვერ დაეხმარა, ხოლო სანდრო მამუკელაშვილი გუნდს 8 აგვისტოს შეუერთდება.
ცნობისთვის, შემდეგ სპარინგს ჩვენი ნაკრები 7 აგვისტოს ესტონეთთან ჩაატარებს, რომელიც ასევე დახურული იქნება.