2 თვის წინ
სახელი უცნობია
Aa

ბითაძე და იოკიჩი ერთ გუნდში? - რას წერს ავტორიტეტული გამოცემა

ავტორიტეტული გამოცემა Sports Illustrated წერს, რომ “დენვერ ნაგეტსი” ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეზე უნდა დაინტერესდეს. გუნდს სათადარიგოთა სკამის გაძლიერება სჭირდება, განსაკუთრებით, ნიკოლა იოკიჩის სანდო შემცვლელი.

Bleacher Report-ის ჟურნალისტი ზაკ ბაკლი აღნიშნავს, რომ ბითაძე შესაფერისი კანდიდატია: „თუ დენვერი იპოვის სანდო ცენტრს, ეს იოკიჩის დატვირთვას შეამცირებს და პლეიოფში დასვენებული შეხვდება.“

ბითაძემ რეგულარულ სეზონში 70 მატჩი ჩაატარა და კარიერის საუკეთესო შედეგები აჩვენა: 7.2 ქულა, 6.6 მოხსნა, 2 პასი და 1.4 დაფარება საშუალოდ. მიუხედავად ამისა, პლეიოფში “ბოსტონთან” მწვრთნელმა ჯამალ მოზლიმ იგი პრაქტიკულად არ გამოიყენა.

ქართველი ცენტრის სახელი არაერთ გუნდს დაუკავშირეს, მათ შორის „ლეიკერსს“, „კლიპერსს“ და „გოლდენ სტეიტს“, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა ბითაძე “ორლანდოში”, სადაც მას 2-წლიანი, 16 მილიონი დოლარის კონტრაქტი აკავშირებს.


Facebook კომენტარები