საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა, ალექსანდრე მერკვილაძემ დანიასთან თბილისში მოგებული მატჩის შემდეგ პირველ არხთან კომენტარი გააკეთა.
„არ ჩავთვლი, რომ ნაკრებში ჩემი დებიუტი კოპენჰაგენში იყო – ის აქ, საქართველოში შედგა. განსხვავებული ატმოსფერო დაგვხვდა.
"საკუთარ ქვეყანაში თამაში და გამარჯვება განსაკუთრებული გრძნობაა.
"რაც შეეხება ჩემს თამაშს, ხელი შემიწყო სამწვრთნელო შტაბმა, თანაგუნდელებმა. დამეხმარნენ, რათა თავდაჯერებულობა არ დამეკარგა და, ღმერთის წყალობით, ბურთი კალათში ჩაეშვა“, – აღნიშნა მერკვილაძემ.