იაპონიის დედაქალაქში ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, ტოკიოს გრანდ სლემი დაიწყო.
მამაკაცთა შორის -100 კგ წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა ილია სულამანიძე. ოლიმპიურმა ვიცე-ჩემპიონმა ნახევარფინალში მსოფლიოს ჩემპიონს, რუს მატვეი კანიკოვსკის სძლია და ოქროს მედლისთვის იაპონელ დოტა არაის დაუპირისპირდება.
ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილი (-90კგ). მსოფლიოს ჩემპიონი ლიპარტელიანი ფრანგ სარა ლეონი სისიკის შეხვდება, ხოლო ჯაბნიაშვილის მეტოქე იტალიელი ტიციანო ფალკონე იქნება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.