8 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კვარაცხელიას ყიდვა 2 გრანდს სურს - დე ლაურენტისმა თავისი ფასი დაასახელა

იტალიურ მედიაში "ნაპოლის" საზაფხულო გეგემაბის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება.

როგორც პრესაში იწერება, არ არის გამორიცხული, რომ აურელიო დე ლაურენტისმა მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ვიქტორ ოსიმენთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიაც გაყიდოს.

ნიგერიელის კლუბიდან წასვლა ფაქტიურად გადაწყვეტილია, თუმცა აქამდე იწერებოდა, რომ "პარტენოპეის" 2 ლიდერი ერთდროულად არ დატოვებდა.

დე ლაურენტისს შემდეგი სეზონიდან ახალი გუნდის აშენება სურს. ახალი მთავარი მწვრთნელი და ხმაურიან ტრანსფერები, ამას გეგმავს იტალიელი.

იწერება, რომ კლუბის პრეზიდენტი კვარაცხელიასაც გაყიდის, მის საწყის ფასად, 100 მილიონი ევრო სახელდება.

თავის მხრივ, ქართველს მსურველები არ აკლია. ბოლო პერიოდში გააქტიურდა ცნობები, რომ ხვიჩას შეძენა კატალონიის "ბარსელონასა" და "პსჟ"-ს სურს.

ხვიჩას გუნდიდან წასვლის ალბათობას, ასევე, კონტრაქტის საკითხებზე ვერ მოგვარებაც ზრდის. "ნაპოლი" ქართველისთვის გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას კვლავაც არ ჩქარობს.

ასე და ამგავარად, აურელიო დე ლაურენტისისთვის კლუბში ხელშეუხებელი არავინაა, ის სარფიანი შეთავაზების სანაცვლოდ ყველას გაყიდვაზე დაფიქრდება, მათ შორის კვარასიც.

ცნობისთვის, კვარას მიმდინარე სეზონში 39 მატჩი აქვს ჩაატრებული, სადაც თავი 10 გოლითა და 6 საგოლე პასით გამოიჩინა.

Facebook კომენტარები