3 საათის და 14 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ბარსელონა ამბობს არას - ძალიან მაგარი ინფორმაცია ქართველი გულშემატკივრებისთვის

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFPro) თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ „ბარსელონას“ შემტევმა ლამინ იამალმა, ვიდრე ივლისში 18 წლის გახდებოდა, კლუბსა და ესპანეთის ნაკრებში 130 მატჩი ჩაატარა, საერთო ჯამში 8 158 წუთი ითამაშა, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ასეთი დატვირთვები დაუშვებელია და საზარდულის ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუწია.

იამალი „სოსიედადთან“ ლა ლიგის მეშვიდე ტურის მოგებულ მატჩში (2:1) დაბრუნდა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 4 დაპირისპირებაში 2 გოლი და 4 საგოლე პასია. 

Diari ARA-ს ცნობით, „ბარსელონა“ იამალის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულია, 100%-ით ვერ გამოჯანმრთელდა, კლუბში თამაში შეუძლია, თუმცა აქტიურად მუშაობენ იმაზე, რათა ესპანეთის ეროვნულ გუნდში არ გამოიძახონ.

„ფურია როხა“ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 11 ოქტომბერს საქართველოს, 14 ოქტომბერს კი ბულგარეთს უმასპინძლებს.

Facebook კომენტარები