2 საათის და 41 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ის, რასაც დიდხანს ველოდით - ცნობილია, როდის დაბრუნდება გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე

Watfordobserver-ი „უოტფორდის“ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით წერს, რომ გიორგი ჩაკვეტაძის აღდგენის პროცესი გრძელდება.

„ქართველს აპრილის შემდეგ ფეხის თითის მოტეხილობის გამო არ უთამაშია. ვარჯიშების დაწყებამ ტკივილი გაუძლიერა. აგვისტოდან ის ექვსკვირიანი პროგრამით ემზადება, თუმცა ადრე მწვრთნელმა პაულო პეცოლანომ განაცხადა, რომ მის დაბრუნებას ნავარაუდევზე მეტი დრო დასჭირდება.

ვიდეოზე ჩანს, რომ ნახევარმცველი რეაბილიტაციის კურსს გადის, ანტიგრავიტაციულ სარბენ ბილიკზე ემზადება, სადაც დატვირთვას ზრდის. როგორც კი პროცესი დასრულდება, მოედანზე დაბრუნდება“.

გიორგი, ალბათ, დაბრუნებას ოქტომბერში შეძლებს. „უოტფორდი“ 6 ტურის შემდეგ 5 ქულით 21-ე ადგილზეა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამ სეზონში პრემიერლიგაში გადასასვლელად ვერ იბრძოლებს.

Facebook კომენტარები