პსჟ-ს „მარსელთან“ ლიგა 1-ის მეხუთე ტურის მატჩის წინ, შეტევის ხაზში სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. ტრავმირებულები არიან უსმან დემბელე, დეზირე დუე და ჟოაო ნევეში, ამას გარდა, შაბათს ვარჯიშზე კუნთის მცირე ტრავმა მიიღო ბრედლი ბარკოლამ და მწვრთნელი ლუის ენრიკე მის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას არ გარისკავს.
17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტასთან“ დაპირისპირების შემდეგ, ესპანელმა სპეციალისტმა გუნდი დაასვენა, მხოლოდ ორჯერ ავარჯიშა და სასტარტოში მორიგი ცვლილებების განხორციელება მოუწევს.
„პარიზიენის“ მტკიცებით, ნევეშს უიორენ ზაირ-ემერი, ბარკოლას კი გონსალო რამუში შეცვლის. თავდასხმაში ხვიჩა კვარაცხელია ლისთან და რამუშთან ერთად ითამაშებს და შექმნილ ვითარებაში ქართველს განსაკუთრებული როლი დაეკისრება.
პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ზაირ-ემერი, ვიტინია, ფაბიანი, ლი, კვარაცხელია, რამუში.
მატჩი „ველოდრომზე“ თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.