1 კვირის და 3 დღის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

საქართველოსთან მოგების შემდეგ ერდოღანმა ნაკრებს მიმართა - რა უთხრა პრეზიდენტმა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საქართველოსთან მატჩის შემდეგ ნაკრების წევრებს ტელეფონით დაურეკა და გამარჯვება მოულოცა.

მატჩის შემდეგ ერდოღანი ესაუბრა თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს, ოსმან აშკინ ბაკს, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, იბრაჰიმ ეთემ ჰაჩიოსმანოღლუს, ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, ვინჩენცო მონტელას და ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ჰაკან ჩალჰანოღლუს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრები 3:2 დაამარცხა. ვილი სანიოლის გუნდმა მეორე ტაიმში ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას გოლებით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ მეტის გასაკეთებლად დრო აღარ ეყო.

მეორე ტურში 7 სექტემბერს, საქართველო ბულგარეთს უმასპინძლებს, ხოლო თურქეთი - ესპანეთს.

Facebook კომენტარები