8 საათის და 22 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე ევრობასკეტის 1/8 ფინალში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ჯგუფში 3 თამაში წააგო, ჩვენგმა გუნდმა პლეიოფის საგზური მაინც მოიპოვა.

კერძოდ, ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი საბერძნეთის ნაკრებზე იყო დამოკიდებული. თუ ბერძნები ესპანელებს დაამარცხებდნენ, საქართველო ჯგუფში მე-4 ადგილს დაიკავებდა.

საბოლოოდ ეს ასეც მოხდა და ჯიკიჩის შეგირდები 1/8 ფინალში იასპარეზებენ. 

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, საქართველო ტურნირის მომდევნო ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება.

ცნობისთვის საფრანგეთმა ჯგუფში 5-დან 4 მატჩი მოიგო და პირველი ადგილი დაისაკუთრა.

Facebook კომენტარები