1 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

კიტეიშვილი არ იქნება - ცნობილია, ვის უხმო საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლმა

საქართველოს ნაკრები დღეიდან თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლმა თავდაპირველად 24 ფეხბურთელი გამოიძახა, მაგრამ სიას "ფროზინონეს" შემტევი, გიორგი კვერნაძე დაემატება. სამწუხაროდ, ტრავმის გამო "ჯვაროსნებს" ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კიტეიშვილი დააკლდება.

რაც შეეხება 22 წლის კვერნაძეს, მან იტალიაში ახალი სეზონი ჩინებულად დაიწყო, თასზე გამარჯვების გოლი გაიტანა, მანამდე 21-წლამდელთა ნაკრებში მშვენიერი იყო და გაგვიკვირდა კიდეც, სიაში რომ ვერ აღმოვაჩინეთ. გიორგი, ძირითადად, მარცხნიდან უტევს, მაგრამ ახალგაზრდულ ევროპირველობაზე ვნახეთ, მარჯვენა ფლანგიდანაც რა კარგად თამაშობს.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 4 და 7 სექტემბერს, თბილისში ვიწყებთ.

Facebook კომენტარები