რამდენიმე წლის წინ, რუბინში თამაშის დროს ჟურნალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას ცხოვრების სტილის შესახებ დაუსვა შეკითხვა.
კვარაცხელია: "ვცდილობ რაციონიდან ცხიმი მაქსიმალურად ამოვიღო. პრინციპში ყველაფერი, რასაც ბაზაზე ამზადებენ, ჯანსაღი კვების სტანდარტებს შეესაბამება. არ ამზადებენ ცხიმიან საკვებს – შესაბამისად არ გვიწევს მისი მიღება. ვცდილობ 23:00 საათამდე დავწვე, ზოგჯერ შუადრით ვიძინებ, რის გამოც ღამე ადრე დაძინება მიჭირს. მატჩის წინა დღეს ვცდილობ შუადრით არ დავიძინო, რადგან ღამე კარგად გამოვიძინო და მატჩზე კონცენტრირებული ვიყო"