2 კვირის და 2 დღის წინ
სახელი უცნობია
Aa

სუპერ ამბავი - თორნიკე შენგელია კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მომავალი სეზონიდან ესპანური გრანდის, „ბარსელონას“ რიგებში ითამაშებს.

შენგელია კატალონიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და მასთან 2+1 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ხელფასი წელიწადში დაახლოებით 3 მილიონ ევრო იქნება.

„ბარსელონა“ ქართველ ფორვარდს უკვე წელიწადზე მეტია აკვირდება და მის გადაბირებას ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ცდილობდა, თუმცა მაშინ ტრანსფერის თანხა ვერ დაფარა.

შენგელიამ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და გუნდის ახალწვეულად განიხილება ნიგერიელი ჩიმეზიე მეტუს შემცვლელად, რომელმაც ტრავმის გამო თამაში მინიმუმ 9 თვე ვერ შეძლებს.


Facebook კომენტარები