14 საათის და 11 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

მიქაუტაძე ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს? - "ლიონი" მკაცრად ისჯება

გიორგი მიქაუტაძის გუნდი - “ლიონი” ევროტურნირებზე მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი გახლავთ.

ყველაზე გავლენიანი ფრანგული სააგენტოს L’equipe-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “ლიონი” დიდ შარში გაეხვა.

“ლიონმა” საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას სალიცენზიო დოკუმენტაცია დროულად არ წარუდგინა, რის გამოც დიდი შანსია, რომ ფრანგულმა გუნდმა ევროტურნირებზე თამაში ვერ შეძლოს.

ამავე წყაროს ცნობით კვლავ არსებობს შანსი, რომ “ლიონმა” აღნიშნული პრობლემა უახლოეს მომავალში მოაგვაროს.

Facebook კომენტარები