ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლო სამ წელში მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
"პირადმა მიზეზებმა, რაც ამ 3 წელში გამოვიარე, ჩემზე ძალიან იმოქმედა. სანამ ხელის ოპერაციას გავიკეთებდი, ჩოგბურთისთვის თავის დანებება მინდოდა. სპორტულ და ფიზიკურ ფორმას არ ვუჩივი და დაახლოებით ისეთივე ფორმაში ვარ, როგორშიც ფორმის პიკში ვიყავი,
უბრალოდ ფსიქოლოგიური პრობლემა მაქვს და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მინუსი.", - განაცხადა ბასილაშვილმა.