საქართველოს ნაკრებისა და “დინამო” თბილისის ყოფილმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა ხვიჩა კვარაცხელიასა და პსჟ-ზე საინტერესო განცხადება გააკეთა:
“რაც შეეხება პსჟ-ის შემტევებს, მიმაჩნია, რომ კვარაცხელია და დემბელე ერთ დონეზე დგანან.
დუე კარგია, მაგრამ ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ უკვე ტოპ ფეხბურთელია. რაც შეეხება ბარკოლას — ამ ოთხეულში ყველაზე სუსტი სწორედ ის არის. სწორედ ამიტომ ათამაშებს ლუის ენრიკე შემადგენლობაში ძირითადად დემბელესა და კვარაცხელიას”