1 კვირის და 4 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

როცა ამას ენრიკე ნახავს, ალბათ ცრემლი მოადგება - რა თქვა კვარაცხელიამ მის ახალ მთავარ მწვრთნელზე

ხვიჩა კვარაცხელიამ "პარი სენ-ჟერმენის" მედია გუნდთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ქართველმა ახალ მწვრთნელთან, ლუის ენრიკესთან ურთიერთობაზეც ისაუბრა:

"ფეხბურთელის კარიერაში მწვრთნელის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტად მისმა ხასიათმა მომხიბლა, იმან, როგორ ეპყრობა შეგირდებს. ეს იმის შეგრძნებას გაძლევს, რომ მოედანსა და მოედნის მიღმა კლუბისა და გულშემატკივრებისათვის ბოლომდე დაიხარჯოთ, რამეთუ დიდი პატივისცემით გექცევა... 

ყველამ ვიცით, როგორი მწვრთნელია, მაგრამ ყველაზე მეტად მისი ადამიანური თვისებები მომეწონა, მოთამაშეებთან ურთიერთობის მანერა, საფეხბურთო ისტორიების მოყოლა", - თქვა ხვიჩამ.

Facebook კომენტარები