16 საათის და წუთის წინ
სახელი უცნობია
Aa

ხვიჩა კვარაცხელია: “ბედნიერი ვარ, რომ პსჟ-ში ლუის ენრიკესთან ერთად ვარ”

“პსჟ”-ს ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, ახალ კლუბსა და მთავარ მწვრთნელთან — ლუის ენრიკესთან ურთიერთობაზე საუბრობს. 

კვარაცხელიამ საკუთარ კომენტარში ხაზი გაუსვა იმ დიდ მნიშვნელობას, რაც მწვრთნელს ფეხბურთელის კარიერაში აქვს.

"ჩემი და ლუის ენრიკეს ურთიერთობა? ფეხბურთელის კარიერაში მწვრთნელის როლი ძალიან დიდია, ის დიდ პატივისცემას იჩენს ფეხბურთელების მიმართ და გვაძლევს უზარმაზარ მოტივაციას, რომ გუნდისა და გულშემატკივრებისთვის ბოლომდე დავიხარჯოთ. ის ძალიან კარგი ადამიანია და ბედნიერი ვარ, რომ პსჟ-ში მასთან ერთად ვარ" - განაცხადა კვარამ.

Facebook კომენტარები