1 კვირის და 5 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მოდი ამაზე ნუ ვისაუბრებთ" - ენრიკემ კვარაზე დასმულ შეკითხვას თავი აარიდა

როგორც მოგეხსენებათ, ლიგა 1-ის მორიგ ტურში "პარი სენ-ჟერმენ" საკუთარ კედლებში "ნიცას" წინააღმდეგ ანგარიშით 3:1 დამარცხდა.

ეს პარიზელთათვის მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი მარცხი იყოს.

მატჩის შემდეგ "პსჟ"-ს თავკაცმა, ლუის ენრიკემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი კითხვა ძირიდათ შემადგენლობას ეხებოდა.

პუბლიკას აინტერესებდა, თუ რატომ ითამაშეს კვარამ და სხვა ლიდერებმა მატჩი მთლიანად:

"მოდით, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, არ მინდა მიკელ არტეტას რაიმე მინიშნება მივცე. შეგირდების გარჯით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს ჩვენი დღე არ იყო, თუმცა ჩემს ბიჭებს მაინც ვულოცავ", - განაცხადა ენრიკემ.

Facebook კომენტარები