3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ჟორჟს ჩემპიონთა ლიგაზე მაინც ვიხილავთ - "ლიონს" საკმაოდ რეალური შანსი აქვს

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუანიტედმა" ევროპა ლიგის 1/4-ფინალში დრამატულ ბრძოლაში "ლიონი" დაამარცხა.

გიორგი მიქაუტაძის გუნდისთვის ევროპა ლიგის მოგება ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის ერთ-ერთი გზა იყო.

თუმცა ამით ყველაფერი არ სრულდება.

"ლიონს" უკეტესი შანსი აქვს, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ლიგა 1-დან მოხვდეს.

ამჯერად გუნდი სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებს და წინ მყოფ მე-3 ადგილოსან "მარსელთან" და მე-2 ადგილოსან "მონაკოსთან" გუნდებთან ჩამორჩენა მხოლოდ 1 და 2 ქულაა.

ასე რომ "ლიონისთვის" და ჟორჟისთვის არაფერი სრულდება, წინ კიდევ 5 ტური დარჩა სათამაშო.

Facebook კომენტარები