როგორც მოგეხსენებათ, "პსჟ"-მ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ასტონ ვილა" 3:1 დაამარცხა და მეორე მატჩის წინ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა.
შეხვედრაში თავი გამოიჩინა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც გოლიც გაიტანა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც დაიმსახურა.
მატჩის შემდეგ მედიასთან კვარას გუნდელებმა საინტერესო კომენტარები გააკეთეს:
ნუნუ მენდეში:
"ვიცით, რომ ის არის ფეხბურთელი, რომელსაც გუნდისთვის ბევრი რაღაცის მოტანა შეუძლია, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ის ყველა სხვა დანარჩენი ფეხბურთელივით მუშაობს. ჩვენ გუნდი ვართ და მან იცის, რომ უნდა იმუშაოს, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, ხოლო გოლები შემდეგ მოვა, როგორც დღეს მოვიდა. ის შესანიშნავ ფორმაშია".
ვიტინია:
"დაუჯერებელია, წარმოუდგენელ ფორმაშია, ისევე, როგორც დეზირე დუე, უსმან დემბელე ან ნუნუ მენდეში. ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. დიდი გუნდი ვართ. თუმცა, ჯერ არაფერი დასრულებულა, ინგლისში მაღალი დონის ფეხბურთის სათამაშოდ წავალთ და თუ ამას მოვახერხებთ, ნახევარფინალში გავალთ".