ლიგა 1-ის 26-ე ტურში პირველ მატჩში "ლიონი" სტუმრად "სტრასბურგთან" უმნიშვნელოვანეს მატჩში 4:2 დამარცხდა.
სტუმართა მხრიდან მეოე გოლი გიორგი მიქაუატძის ანგარიშზეა, რომელმაც თავი პენალტის გატანით გამოიჩინა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა ფორვარდმა გამოცემა "DAZN"-თან კომენტარი გააკეთა:
"ახლა საუბარი რთულია, კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, უბრალოდ გოლი დაგვაკლდა. მათ კი, ეს მოახერხეს, მომენტები გამოიყენეს და შემდეგ თამაში რთული გახდა. ჯერ არაფერი დასრულებულა, შვიდი მატჩი დარჩა, გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. რეაგირება მომდევნო შეხვედრაში, ლილის წინააღმდეგ უნდა მოვახდინოთ", - განაცხადა მიქაუტაძემ.
აქვე გეტყვით, რომ ჟორჟს ბოლო 5 მატჩში 8 გოლი და 5 საგოლე პასი დაუგროვდა.