2025 წლის 5 თებერვალს "ტენერიფემ" ჩემპიონთა ლიგის K ჯგუფში სტუმრად "მანრესა" ანგარიშით 84:73 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში გიორგი შერმადინი მსაჯს საჯაროდ დაუპირისპირდა, რის გამოც ქართველი კალათბურთელი დასაჯეს.
შერმადინს პირობითი ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და 10 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრეს.
როგორც ცნობილია, ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია პირობითია, თუმცა ის ძალაში 2025/26 წლების სეზონის ბოლომდე იქნება. შესაბამისად, ქართველმა კალათბურთელმა ამ პერიოდში განსაკუთრებით უნდა იფრთხილოს, რათა მორიგი “დანაშაული” არ ჩაიდინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ორმატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდაც მოუწევს და სავარაუდოდ, სხვა სანქციებსაც დაუმატებენ.